მულტიმედია
კანთის სკოლა მაღაზიაში - გაკვეთილები 7 მოსწავლისთვის
ამ შენობაში ადრე სოფლის მაღაზია იყო, ახალი კი სკოლაა. 7 წლის წინ, როცა კანთის უბნის ერთადერთი სკოლა დაიწვა, ადგილობრივებმა და მასწავლებლებმა ხანძარს გადარჩენილი ნივთები იქვე კერძო მაღაზიაში შეიტანეს და საკლასო ოთახები მოაწყეს. მაშინ სკოლას 60 მოსწავლე ჰყავდა, მაღაზიის შენობაში სწავლა 45-მა განაგრძო, ახლა კი მხოლოდ 7 შემორჩა.

მაშინ სკოლას 60 მოსწავლე ჰყავდა, მაღაზიის შენობაში სწავლა 45-მა განაგრძო, ახლა კი მხოლოდ 7 შემორჩა. 
alt
კანთის საბაზო სკოლის არცერთ მასწავლებელს სასწავლებელი არ მიუტოვებია. ნატო ჩალიგავა ერთ-ერთია. ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა საკუთარი სახსრებითა და ძალებით უწევთ.
alt
სივიწროვისა და ბავშვების რაოდენობის გამო კი სკოლაში ე.წ. კლასკომპლექტებია. ერთ კლასში პირველი და მესამე კლასის ოთხი მოსწავლეა, მეორეში კი სამი მეხუთე და მეექსვეკლასელი სწავლობს.
alt
აქ ყველა გაზაფხულის დადგომას ელოდება, რადგან გაიგეს, რომ კანთში ახალი სკოლის მშენებლობისთვის მალე ტენდერი გამოცხადდება. კანთელებს იმედი აქვთ, რომ სოფლის პატარა უბნის პატარა მცხოვრებლები მალე სხვა თანატოლების მსგავს პირობებში ისწავლიან.




Print