ახალი ამბები
რას ითვალისწინებს პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ თხილის დაცვის მიზნით შეიმუშავა
ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებაში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა
ლევან დავითაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. მან „თხილის დაცვის პროგრამაზე“ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო
შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატებს. გარდა ამისა საკონსულტაციო სამუშაოები ჩატარდება და ფერმერთა ჯგუფებს აგროკონსულტანტები მოემსახურებიან.

„ძალიან მნიშვენელოვანია თითოეული ფერმერის ორგანიზება მოვახერხოთ და ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ფერმერების ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვას ვგეგმავთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. ამისთვის კი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებია გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა ღონისძიება ჩაატარონ იმ კონსულტანტების რჩევების შესაბამისად, რომელსაც სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია მოამზადებს. ამავე დროს ყველა ფერმერს პრეპარატებზე განვადების წვდომა ჰქონდეთ. იმ პრეპარატებს და შხამქიმიკატებს, რომლითაც უნდა მოხდეს ნაკვეთების დამუშავება სახელმწიფო ფერმერთა გაერთიანებებს უფასოდ გადასცემს. დაახლოებით, ყოველ 10 ჰექტარზე ჩვენ გვექნება ერთი მაღალი ეფექტურობის შესაწამლი პრეპარატი. 2000 ასეთი აპარატის შეძენას ვგეგმავთ წლის განმავლობაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

პროგრამა შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს:

აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის, თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება;
მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებით და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ);
შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის „ფერმერთა მომსახურების ცენტრებში“;
ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები);
ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა;
შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობი და სასაწყობე ცენტრებში;
სპეციალური „ფერმერის დღიურების“ გადაცემა მოსავლის ხარისხის კონტროლი;
მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება;
ახალი ბაღების გაშენების შემთხვევაში დაგეგმარება და დარგვა თანამედროვე სტანდარტებით ფერმერის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები;
გასხვლა-ფორმირება და გამოხშირვა;
სადრენაჟო არხების მოწყობა-მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში);
მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, კომბინირებული წამლობა მაღალ ეფექტური შესაწამლი აპარატის გამოყენებით;

შეხვედრას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – მისიის ხელმძღვანელი პიტერ ა. ვიბლერი 400-მდე ფერმერი, პარტნიორი კომპანიის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საზოგადოება
გზა დევნილობიდან გერმანიის კოსმონავტიკის ცენტრამდე - ინტერვიუ ილონა შონიასთან
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
თეა წულუკიანი: ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი და მისი ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია,
გიორგი კალანდია: ერმიტაჟში ეკატერინე ჭავჭავაძის გამოსახულებით ნახატი ინახება
ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით,  ერმიტაჟის მუზეუმშია გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი
დღის სიახლეები
22 / თებერვალი 2019
ანაკლიის პორტის ტერიტორიას ზღვის სანაპიროდან თოლიები ხშირად სტუმრობენ ფოტო: რადიო „ათინათი“
22 / თებერვალი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ანაკლიელების უმეტესობა მათ სოფელში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაშლის საფრთხეს ხედავს. მას შემდეგ, რაც TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ
22 / თებერვალი 2019
საუბრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია{{AUDIO}}
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.