ახალი ამბები
თემურ ელიავას ცნობილ სატელევიზიო შოუში საკუთარი რუბრიკა ექნება
ზუგდიდელი პოეტი სატელევიზიო შოუში რუბრიკას „თემურ ელიავას ათი წუთი“ გაუძღვება. გადაცემაში ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს წაუკითხავს. რადიო „ათინათს“ თემურ ელიავამ უთხრა, რომ რუბრიკა მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის მხოლოდ პოეზიას ეძღვნება.

„ათწუთიანი მონაკვეთია, სადაც მხოლოდ პოეზია იქნება. ეს ყველაფერი ჩემთვის იმ მხრივ იქნება კარგი, რომ ჩემს ლექსებს გავაცნობ საზოგადოებას. როდესაც ასეთ რაღაცას გთავაზობს ადამიანი და აქვს სურვილი, რომ გვერდში ამოგიდგეს, მეც ვაპირებ, რომ ყველანაირად მივუძღვნა თავი ამ ათ წუთს. ვნახოთ რა გამოვა“, - თქვა ელიავამ.



პოეტის მონაწილეობით ორი გადაცემა უკვე ჩაიწერა და მათ მაყურებელი  13 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს,  „ნანუკას შოუში“ ნახავს.
Print