აქტუალური თემები
მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
მესტიაში,  ლეხზირის ხეობასა და მულახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამასთან, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, დაზიანებული წყლის მილები დაათვალიერეს წყალმომარაგების თანამშრომლებმა და სავარაუდოდ, დაბა მესტიას წყლის მიწოდება ხვალ აღუდგება.

„დაზიანებები შეამოწმეს სპეციალისტებმა და ელოდებიან ტექნიკას სამუშაოების დასაწყებად. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის აღუდგება მოსახლეობას წყლის მიწოდება. ასევე, ადგილზე მუშაობს უკვე მძიმე ტექნიკა და კიდევ ველოდებით. მულახში გადასასვლელი ხიდი აღდგენილია, თუმცა ახლა აქ მძიმე ტექნიკამ უნდა გაიაროს, რათა მდინარე კალაპოტში მოაქციონ“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ხეობაში, ჰესის მიმდებარედ, ტურისტულ მარშუტზე გადაადგილება შეზღუდულია. მერის თქმით, მოძრაობა მანამ არ აღდგება, სანამ ადგილს გეოლოგები და სპეციალისტები არ შეისწავლიან. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

„ცალკეა ზარალი, რომელიც ჩვენ, ინფრასტრუქტურულად მოგვადგა, ასევე, ჩვენს მოსახლეობას და ცალკე ზარალი, რომელიც ჰესს მიადგა“, - გვითხრა მერმა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე დღეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივლენ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, "ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება.
კორონავირუსი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 259 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
აფხაზეთიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი მედიკოსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ უთხრა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2020
ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მერსედესის ტიპის ავტომობილი
04 / აგვისტო 2020
გიგი უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, რადგან,
04 / აგვისტო 2020
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა ამომრჩევლებს და მხადამჭერებს პარტიის ოფისში შეხვდა. მან შეკრებილებს უთხრა, რომ
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.