აქტუალური თემები
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამერიკულმა ჯგუფმა დატოვა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა, ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

"ვადასტურებთ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება პროექტის დატოვების შესახებ. მიზეზებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ", - გვითხრა ახვლედიანმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, "კონტი - ჯგუფმა" პროექტში მონაწილეობა ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო აღარ ისურვა.


Print