მულტიმედია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის უცნობი ფოტოები საოჯახო არქივებიდან (ფოტო)
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი პირველ სტუმრებს მალე მიიღებს. მანამდე კი გთავაზობთ რადიო "ათინათის" მიერ მოპოვებულ კერძო არქივებში დაცულ ფოტოებს.
"კულტურისა და დასვენების პარკი" - ფოტო გადაღებულია, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 50-იან წლებში (თენგიზ შანავას არქივიდან)

კაკო ბელიანინი, ვალერიან (ვალიკო) კემულარია, 1949 წელი
(ლავრენტი (თემურ) კემულარიას არქივიდან)


ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 70 -იან წლებში. მასზე აღბეჭდილები არიან ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები (ლავრენტი (თემურ კემულარიას) არქივიდან)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, 1960 წელი. ერნა თოდუა, კომპოზიტორი, ანსამბლ ,,მზიურის" შექმნის ერთერთი ინიციატორი, ლავრენტი (თემურ) კემულარია, თამრიკო თოდუა, პავლიკა ქვარცხავა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, 1949 წელი (ლავრენტი (თემურ კემულარიას) არქივიდან)

ჭადრების ხეივანი, თარიღი უცნობია (თენგო შანავას არქივიდან)


თუ საოჯახო ალბომებში მოგეპოვებათ მსგავსი სურათები, ან იცნობთ ფოტობზე აღბეჭდილ ადამიანებს, დაგვიკავშირდით - 571 55 105 9 ან მოგვწერეთ - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print