მულტიმედია
როგორ გასაბჭოვდა აფხაზეთი და სამეგრელო (ფოტო, ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა თბილისი აიღეს და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, ცალკეულ რეგიონებში ბრძოლები არ წყდებოდა. ზუგდიდელი ისტორიკოსი ლაშა ჯიქია გვიყვება, რომ რუსეთის მეცხრე არმია, რომელიც სოჭი-ტუაფსეს მიმართულებით იყო დაძრული, აფხაზეთს 18 თებერვალს მოადგა და იმავე დღეს აიღო სოფელი პილენკოვო.
„ამის შემდეგ მათ დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ ქართული ჯარისგან. ქართველები და აფხაზები გვერდიგვერდ იბრძოდნენ ამ დროს. ეს წინააღმდეგობა ძალიან გაუკვირდათ რუსებს და ამიტომაც მიიღეს რეზერვის შევსების გადაწყვეტილება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მასობრივი შეტევა, რის შედეგადაც 22 თებერვალს დაეცა გაგრა. ამის შემდეგ ქართული ჯარი ახერხებს კონცენტრირებას და ახალ ათონთან ქმნის თავდაცვის ახალ ზღუდეს. ჩვენმა სამხედროებმა ახალ ათონთან რამდენიმეჯერ დაამარცხეს რუსული არმია, თუმცა საბოლოოდ, ხაზი გაირღვა. ამ დროს უკვე ზღვიდანაც გვიტევენ... 4 მარტს დაეცა სოხუმი. რუსულმა არმიამ მოახერხა თავისი ძალების გაშლა და წამოვიდნენ ენგურის მიმართულებით, 7 მარტს აიღეს ოჩამჩირე“, - ამბობს ლაშა ჯიქია.

ისტორიკოსი გვიყვება, რომ მე-9 არმია სოფელ რუხთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ 8 მარტს დაბანაკდა, თუმცა იმ დღეს ადიდებული მდინარის გამო ვერ მოახერხეს ზუგდიდში გადმოსვლა.
ნოე ჟორდანიას მთავრობის გენერალი დავით ართმელაძე

„გენერალ დავით ართმელაძეს მეთაურობით ქართული ჯარიც აქვე იყო განლაგებული. მაშინ ეს ხიდი არ არსებოდა, მხოლოდ ბორანი მოძრაობდა და იყო ფონი. თუმცა ამ დროს ქართული ჯარი იძულებული გახდა დაეხია სამტრედიისკენ, რადგან მტერი უკვე სამხრეთიდან შემოდიოდა. მე-9 არმიის 31-ე მსროლელმა დივიზიამ 9 მარტს ზუგდიდი დაიკავა“, - გვიყვება ლაშა და დასძენს, რომ იმ დღეს მიტინგზე ძალით შეკრებილ ხალხს, ვაჭარი კინტირია ლუკავას ორსართულიანი სახლის აივნიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ ამცნეს.

ყველაზე ბოლოს სვანეთი გასაბჭოვდა. მანამდე, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ სვანები პარტიზანულ ბრძოლებში იყვნენ ჩართულები.

„1924 წელს საქართველოში ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ე.წ. ,,დამოუკიდებლობის კომიტეტმა’’ (დამკომი) მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, შეძლო ბოლშევიკების დროებით დამარცხება, თუმცა სამწუხაროდ ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშვეს. მრავალი საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი დახვრიტეს და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მზისგულზე დაყარეს. სამი დღის შემდეგ ისინი იქვე ახლოს, საკირე მეურნეობაში, გამზადებულ ორმოში დამარხეს. ამის შემდეგ დაიწყო ბოლშევიკების გამოგონილი ბრალდებებით გამოწვეული ტერორი "განკულაკება", ,,პოლიტიკურად არასანდო ელემენტების ლიკვიდაცია’’ და სხვა“, - ამბობს ლაშა ჯიქია.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1930 წელს ზუგდიდის მაზრა გაუქმდა და მის ტერიტორიაზე შეიქმნა ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონები.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა.
კორონავირუსი
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ,

ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჯიხურებისა და დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.
საზოგადოება
200 კვ-ზე ნაკლები დენის და 200 მ³-ზე ბუნებრივ აირის მოხმარების შემთხვევაში აბონენტებს კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / აპრილი 2020
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ,
05 / აპრილი 2020
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.
05 / აპრილი 2020
ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.