ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი", - თქვა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ის დროა, რომ პარტიის თავმჯდომარეს მიეცეს შესაძლებლობა, გუნდი იმ შეხედულებებისამებრ დააკომპლექტოს, რაც მას გააჩნია.

"გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია", - დასძინა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის გადადგომით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებული იქნება. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ დროებით შემადგენლობასა
და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება,
20:40 / 20.06.2018
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ დროებით შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება,
მართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის
კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა.
15:55 / 15.06.2018
მართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა.
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე,
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და
ცხინვალის
11:00 / 13.06.2018
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში ტურისტების დრეს-კოდზე იმსჯელეს,
კერძოდ, განიხილებოდა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა
12:11 / 11.06.2018
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში ტურისტების დრეს-კოდზე იმსჯელეს, კერძოდ, განიხილებოდა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა
ოპოზიციურმა პარტია
12:17 / 06.06.2018
ოპოზიციურმა პარტია "ამცახარამ" დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც რაულ ხაჯიმბას მოუწოდა დაუყოვნებლივ და
საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში
კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ
11:59 / 02.06.2018
საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ
(USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ
სააგენტოს
18:12 / 01.06.2018
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს
ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე შვილმკვდარი
დედა მივიდა, მათ შორის, სუს-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი
უფროსის
16:08 / 01.06.2018
ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე შვილმკვდარი დედა მივიდა, მათ შორის, სუს-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას
მამა გარდაიცვალა. ზურაბ ოთხოზორია ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე
13:56 / 01.06.2018
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა. ზურაბ ოთხოზორია ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას
ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს
გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.
19:15 / 31.05.2018
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.
მოქალაქეების აზრი
"ქართული ოცნების" დაპირებები, რომლებიც, მოქალაქეების აზრით, არ შესრულდა - გამოკითხვა (ვიდეო)
04 / ივნისი 2018
გახსენდებათ თუ არა რომელიმე წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა - ამ კითხვით რადიო "ათინათმა"
მოიმატა თუ არა კრიმინალმა რეგიონში - ზუგდიდელების აზრი (ვიდეო)
14 / მაისი 2018
ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მოიმატა თუ არა კრიმინალის დონემ რეგიონში
დღის სიახლეები
22 / ივნისი 2018
Повседневность, медиа, культурное наследие – все что актуально для наших общественностей - в эфире Радио "Атинати" – в понедельник среду и пятницу.
22 / ივნისი 2018
ზუგდიდში, დადიანის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე ჩაის სახლი (კაფე "ალერტი") მამაკაცმა დააყაჩაღა. თვითმხილველის ინფორმაციით,
22 / ივნისი 2018
კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 2000-ზე მეტია მეგრულ-ლაზური ტიპის ჯარგვალი ვერ
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.