პოლიტიკა
თენგიზ ჯგუშია: მოსახლეობას მოვუწოდებ, მხარი არ დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს
ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი“ თენგიზ ჯგუშია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ნულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადოს. ჯგუშია ამბობს, ხელისუფლება უნდა მოვიდეს გონს და დასრულდეს უსულგულო დამოკიდებულება სამეგრელოს მიმართ. მან სამეგრელოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ჩანაწერი არის ნაწილი იმ ქრონიკული კორუფციის და ნეპოტიზმის სქემებისა, რომლებიც წლებია არსებობს. ჯგუშიამ ცენტრალურ ხელისუფლებას შეისწავლონ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობა. განსაკუთრებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ მან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი არ უნდა დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, სამარცხვინო და მოღალატე პოლიტიკოსს. მოვუწოდებ ცენტრალურ ხელისუფლებას ყოფილი ვიცე მერის და მერის, გია გულორდავას და ლაშა გოგიას საქმეები გამოიძიონ. გოგიას მოხსნას რათ უნდოდა ფარული ჩანაწერი, როდესაც ხელისუფლება ამას აკვირდება წლებია. გოგია წლებია საკუთარ ოჯახის წევრებს და ნათესავებს ნიშნავს თანამდებობაზე. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისთვის მოსახლეობამ უმწვავესი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს 28 ოქტომბერს, იმიტომ რომ ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ბახტაძე და "ქართული ოცნება" მოვიდეს გონს“, - თქვა ჯგუშიამ.

„სამეგრელოს ხმის დამფუძნებელმა“ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორზე ალექსანდრე მოწერელიაზე. მისი თქმით, მოწერელიას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და თანამდებობაზე საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად მოვიდა.

„გუბერნატორად ისეთი ადამიანი დაინიშნა, რომლის ბიოგრაფიაც არ იძებნება. გარდა იმისა, რომ ის იყო თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რომლის წესდებაშიც ჩავიხედე და პირდაპირ წერია, რომ ამ ბიზნეს - სტრუქტურის უმთავრესი მოვალეობა არის თხილის ხარისხის გადარჩენა, ქართული ფერმერებისთვის ამ საკითხში იურიდიული, სამართლებრივი, დარგობრივი და ფინანსური დახმარების გაწევა. გუბერნატორმა, რომელმაც დანიშვნის პირველივე დღეს დაწერილი ზოგადი ტექსტი წაიკითხა. გუბერნატორს, რომელსაც თხილთან ჰქონდა შეხება და მოსახლეობას არ წარუდგინა ამ კულტურის გადარჩენის გეგმა. ცალკე საკითხია მისი პრესსამსახური, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მან ისინი“, - ამბობს ჯგუშია.

თენგიზ ჯგუშია ალექსანდრე მოწერელიას 2014 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს აფხაზეთის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქების დროს გარდაცვლილი ზვიად ლაგვილავას, 2017 წლის 7 მაისს ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების დროს დაღუპული ბესიკ ჯგუშიას და ე.წ მილების საქმეებით დაინტერესდეს.

რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ ლაშა გოგიას მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიება გასცემს პასუხს. 




Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ენგურის
ხიდამდე მერვე დღეა, დაიძრა,
16:47 / 21.09.2018
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ენგურის ხიდამდე მერვე დღეა, დაიძრა,
პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების
ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წლის
14:13 / 21.09.2018
პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წლის
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ პროფესიული დღეების აღსანიშნად
გასამართი ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის
12:35 / 21.09.2018
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ პროფესიული დღეების აღსანიშნად გასამართი ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია, რომელიც თვეში 250 ლარს
შეადგენს, კიდევ ოთხ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
12:09 / 21.09.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია, რომელიც თვეში 250 ლარს შეადგენს, კიდევ ოთხ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს მასშტაბური
სპორტული ღონისძიება საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.
10:41 / 21.09.2018
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს მასშტაბური სპორტული ღონისძიება საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში 1958 წელს დაბადებული გურამ
ადამია ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო
სიტუაციების
10:29 / 21.09.2018
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში 1958 წელს დაბადებული გურამ ადამია ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების
სამშენებლო ბაზარზე ახალი დეველოპური კომპანია გამოჩნდა. „მარმაქს
ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის
09:10 / 21.09.2018
სამშენებლო ბაზარზე ახალი დეველოპური კომპანია გამოჩნდა. „მარმაქს ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის
საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა,
რომელიც ქვეყანაში მარიხუანას წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით
ნებადართული
18:50 / 20.09.2018
საქართველოს მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით ნებადართული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების
საფასური განსაზღვრა. პარკირების მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით
15:33 / 20.09.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განსაზღვრა. პარკირების მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს
დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს
11:51 / 20.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს
არჩევნები
ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა
11 / სექტემბერი 2018
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს
09 / სექტემბერი 2018
მმართველი პარტია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს,
მოქალაქეების აზრი
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
22 / აგვისტო 2018
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე- ამ კითხვით  რადიო „ათინათმა“
რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის ზუგდიდში - გამოკითხვა (ვიდეო)
29 / ივლისი 2018
რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდელებს მიმართა. გამოკითხულთა უმეტესობა
თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
დღის სიახლეები
21 / სექტემბერი 2018
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ენგურის ხიდამდე მერვე დღეა, დაიძრა,
21 / სექტემბერი 2018
პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წლის
21 / სექტემბერი 2018
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ პროფესიული დღეების აღსანიშნად გასამართი ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
მიდიხართ თუ არა საპერზიდენტო არჩევნებზე?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.