პოლიტიკა
ირაკლი ღურწკაიას ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ დაუტოვებია
პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ირაკლი ღურწკაია ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციას, ამ ეტაპზე, არ დატოვებს. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. მისი თქმით, მიუხედავად პარტიასთან გარკვეული უთანხმოებისა, ის ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობას აპირებს.

„ჯერჯერობით, ვრჩები ფრაქციაში, დავესწრები საკრებულოს სხდომებს  და ვაპირებ ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ ყველა ტრიბუნა გამოვიყენო. მათთან არა მხოლოდ პარტია, არამედ მეგობრობაც მაკავშირებს“, - გვითხრა ღურწკაიამ.

მან
პარტია 10 ნოემბერს დატოვა. მაშინ ღურწკაიამ განაცხადა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა პარტიის დატოვების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებნენ, რომ ღურწკაიაზე ზეწოლა „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

ამავე თემაზე:

ლელა ქებურია: ყველა მანიპულაციის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამთავრებულია

მერაბ ქვარაია: დადასტურდა, რომ „ევროპელები“ და „ნაციონალები“ ერთნი არიან (ვიდეო)

ირაკლი ღურწკაიას ვალები ჰქონდა, თუმცა ფულზე არ გაიყიდებოდა - ბათლომე შელია

ირაკლი ღურწკაიამ "ევროპული საქართველო" დატოვა

"ევროპული საქართველო": „ქართული ოცნება“ ჩვენი წევრის გადაბირებას ზეწოლით ცდილობს

 
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
16 / იანვარი 2019
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ჭალადიდში, აფეთქების შედეგად გაგრის რაიონში მამაკაცი დაშავდა, ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
16 / იანვარი 2019
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათ საცხოვრებელი გარემოს
არქივი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.