ახალი ამბები
ქართული მხარე დე-ფაქტო რესპუბლიკების ვენესუელაში ვიზიტზე: არ ვცნობთ მადუროს ლეგიტიმურობას
ვენესუელაში 10 იანვარს დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ამის შესახებ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერების მონაწილეობას „ინაუგურაციის“ ცერემონიაში, საგარე საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნულს ერთადერთი მიზანი აქვს.

„ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - აცხადებს ქართული მხარე.


ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაემგზავრება 
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
23 / იანვარი 2019
ზუგდიდის საკრებულო გარე ვაჭრობის ორგანიზების წესს მიიღებს, გალში ენგურის ხიდის გადაკეტვა გააპროტესტეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
23 / იანვარი 2019
Жители гали опртестовали закрытие админстарстивной границы, Совет Европы поддержал список Отхозория-Татунашвили, представленный по инициативе «Европейской Грузии», в Грузии ужесточают условия установки газовых приборов, об этих и других новостях в нашем выпуске.{{AUDIO}}
22 / იანვარი 2019
{{ARTICLEIMAGE}}როგორია კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივა და საექსპორტო პოტენციალი, რა უნდა
არქივი
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.