სარეკლამო მასალა
სიურპრიზი შეყვარებულებს - ზუგდიდში ვალენტინობის დღეს ტკბილეულობის უფასო დეგუსტაცია გაიმართება
ხელნაკეთი შოკოლადი, რამდენიმე სახეობის ჩიზქეიქი, მუსქეიქები, ლიმონისა და სხვა ხილის გემოებით დამზადებული ტარტები, თანამედროვე დესერტები - ამ ყველაფრის დაგემოვნებას მსურველები ზუგდიდში ევროპულ სამზარეულო "ჰუგოს ტავერნაში" შეძლებენ, სადაც ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ტკბილეულობის და ნამცხვრების უფასო დეგუსტაცია გაიმართება.  
"14 თებერვალი ვალენტინობის დღეა და გადავწყვიტეთ ტკბილეული და სიყვარული ერთმანეთთან ასე დაგვეკავშირებინა. მე თვითონ ძალიან მიყვარს შოკოლადი, ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა მისი მომზადება. ინგრედიენტები იტალიურია, თბილისიდან ჩამომაქვს, ხოლო შიგთავსს მე ვამზადებ, სხვადასხვა ხილით, თხილით, ბისკვიტებით. არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს, აბსოლუტურად ჯანსაღია ჩვენი პროდუქცია - ნატურალურ ინგრედიენტებზე ვაკეთებთ აქცენტს", -  გვიყვება "ჰუგოს ტავერნის" დამფუძნებელი მანანა ტრენკლე.
როგორც ამბობს, ტკბილეულის რეცეპტებს მზარეულებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის საგანგებოდ არჩევდა, რამდენიმე კი თავადვე მოიფიქრა.
"ჰუგოს ტავერნას" მთავარი კონდიტერის ლალი ჭაავას თქმით მათ მიერ დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი სხვა პროდუქციისგან ხარისხით, ნატურალური შიგთავსით და დიზაინით გამოირჩევა.
"სიყვარულის დღისთვის განსაკუთრებული რეცეპტები მოვიძიეთ და გამოვიყენეთ. საუცხოო და ძალიან საინტერესო გემოები იქნება წარმოდგენილი. მრავალფეროვანი მუსქეიქები, შოკოლადის, ანანასის და ჟოლოს ჩიზქეიქები... გამოვიყენეთ სარკისებრი მინანქრის ტექნოლოგია, რაც ძალიან ლამაზია. სიახლეებთან ერთად, რა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის უკვე საყვარელი ნაწარმიც გვექნება. ასევე, სიახლეებიდან გამოვარჩევდი ტარტს ლიმონით, რომელსაც განსხვავებული და სასიამოვნო გემო, არომატი აქვს. ყველა ინგრედიენტი ნატურალური და უმაღლესი ხარისხისაა, არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს", - ამბობს ის.
"ჰუგოს ტავერნაში" ახალი სახეობის დესერტები და ტკბილეულობა მომხმარებლისთვის ყოველდღიურად იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, როგორც კვების ობიექტის მფლობელი გვიყვება, სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ჯიხურის განთავსებასაც გეგმავენ, სადაც ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვა სახეობის ტკბილეულობის დაგემოვნებას და შეძენას როგორც ადგილობრივები, ასევე ქალაქის სტუმრებიც შეძლებენ.
"ძალიან თანამედროვე ჯიხური იქნება, სპეციალური მაცივრით. ყველას ექნება შესაძლებლობა შეიძინოს სასაჩუქრე ყუთებში, თემატურად გაფორმებული ტკბილეული, ნამცხვრეული - რაც ქალაქთან და სამეგრელოსთან იქნება ასოცირებული. სახელწოდებაზე უკვე ვფიქრობთ. რახან გუბერნია ასე მიდგას მხარში, მეც ვეცდები გავამართლო მათი მოლოდინი", - ამბობს მანანა ტრენკლე.
"ჰუგოს ტავერნაში" საკონდიტრო ნაწარმის პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე მსურველებს 14 თებერვალს, საღამოს 7 საათიდან ეპატიჟებიან.
მისამართი: ზუგდიდი, აღმაშენებლის 18 (პირველი სკოლის წინ)
Print