სარეკლამო მასალა
ზუგდიდში სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, აღმაშენებლის #89-ში ავტოგასამართ ,,ვისოლის" სადგურთან სუპერმარკეტ "სმარტის" რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა. აქ ევროპული და ადგილობრივი პროდუქტების ფართო არჩევანია. გარდა ამისა, მომხმარებელს კომფორტული კეფეც დახვდება, სადაც "სმარტის" მიერ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს და იტალიურ ყავა "ტრუჩილოს" დააგემოვნებენ. "ვისოლის" გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, "სმარტის" მაღაზიები ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა.

,,სმარტმა და ვისოლმა ერთად მოახდინა კიდევ ერთი ლამაზი ობიექტის გახსნა. ზუგდიდში ეს არის რიგით მეორე მაღაზია და რიგით მეთხუთმეტე "სმარტის" ქსელში. ჩვენ, ჩვენი ინფრასტრუქტურით გამოვირჩევით განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ მომსახურების მაღალი სტანდარტს ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი იმპორტი, განსაკუთრებულად გემრიელი გამომცხვარი პროდუქტები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ობიექტზე მოსული მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება, რომელსაც "ვისოლი სმარტი" სთავაზობს აღმაშენებლის ქუჩაზე’’", - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

"სმარტის" ახალი ფილიალის გახსნას მერი გიორგი შენგელია დაესწრო. ის თვლის, რომ სუპერმარკეტის გახსნა მნიშვნელოვანია ადგილობრივების დასაქმების კუთხითაც.

,,ამ ობიექტზე დასაქმებულია 40 ადამიანი. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ვხედავთ ბიზნესის თანამშრომლობით და კოორდინაციით, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის და სოფლის განვითარებისთვის’’ -აღნიშნა გიორი შენგელია.

"ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტის ქსელი "სმარტი" უახლოეს პერიოდში ფილიალების გახსნას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

ზუგდიდში "სმარტის" პირველი სუპერმარკეტი რუსთაველის #167-ში 2012 წელს გაიხსნა. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე უმაღლესი ხარისხის ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის გარდა, მომხმარებელს სხვა საავტომობილო სერვისებით სარგებლობა შეუძლია.

ცნობისთვის, პირველი "სმარტი" ვისოლის გასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა. დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით "სმარტს" უკვე 15 სუპერმარკეტი აქვს და მომავალი სამი წლის მანძილზე 50 -მდე ფილიალი შეემატება.









Print