სარეკლამო მასალა
ევროპის ფონდი საინფორაციო შეხვედრას გამართავს
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, სადაც ფონდის საგრანტო მექანიზმის შესახებ ისაუბრებენ. 

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფონდის საგრანტო მექანიზმებს, მიმდინარე საგრანტო კონკურსების პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობენ. გარდა ამისა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.

შეხვედრა გაიმართება 2020 წლის 17 თებერვალს 16:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის ქ. #52).


Print