სარეკლამო მასალა
GHGA - მ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა
წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა. თხილის კულტურაში აგროკალენდარული გეგმის მიხედვით განსაზღვრული წამლობების დროულად და სწორად ჩატარება აუცილებელია რათა მივიღოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მოსავალი.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა აგრძელებს „თხილის გადარჩენის პროგრამას“. ასოციაციის წევრი ფერმერები დისტანციურად იღებენ სერვისებს და მომსახურებას.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერთა მომსახურების ცენტრები უზრუნველყოფენ პესტიციდების, სასუქების და ქიმიური დაცვის საშუალებების ადგილზე მიწოდებას.

გრძელდება ნიადაგის ანალიზების პროგრამა რომლის საშუალებითაც ფერმერებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად მართონ ნიადაგის ნაყოფიერება და გაზარდონ სავარაუდო მოსავლის მოცულობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოსთან და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად თითოეულ სოფელში დამონტაჟდება ფერომონები რომელთა მონიტორინგი განხორციელდება აქტიურად.

გასული წლის მსგავსად მიმდინარე სეზონზე ჩამოყალიბებული ფერმერთა სამუშაო ჯგუფები საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისაგან მიიღებენ მაღალ ეფექტურ შესაწამლ აპარატებს რომლებიც შეიძინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

ასოციაციის თხილის საშრობი და საწყობი ცენტრები მოსავლის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.

ასოციაცია მოუწოდებს თითოეულ ფერმერს დაიცვან COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი წესები და გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.