დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა
,,ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში იმდენი პროექტი არ განხორციელებულა, რა მასშტაბის სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს” -აღნიშნა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

,,წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა, წლის ბოლომდე 60 ქუჩაზე გზის საფარი სრულად განახლდება. აქვეა ძალიან ლამაზი ახალი დასასვენებელი სივრცე, ვეტერანთა ხეივანი, რომელიც ამ უბანს გასულ წელს შეემატა”- განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.



ირაკლი ჩიქოვანმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ეგრისის უბანში, ისევე, როგორც ქალაქის დანარჩენ უბნებში, გასულ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალიან საინტერესო პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დანერგა, რომელიც დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წელს 25 პროექტი ხორციელდება” – განაცხადა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.


Print