დაფინანსებული
"მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" – "დეას" პროექტის შეჯამება
რაზე ისაუბრეს პროექტის - "მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" ფარგლებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ დებატებზე? როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო სუბიექტებს შშმ პირების, ქალებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემების მოგვარება?

ნახეთ რადიო "ათინათის" გადაცემა, რომელიც მომზადებულია აღნიშნული პროექტის ფარგლებში. პროექტს, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებულია, ასოციაცია "დეა", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ახორციელებს.
გადაცემის სტუმრები: ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი წევრი წევრი მზისადარ ფიფია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულ ნაჭყებია.
Print