სარეკლამო მასალა
ზუგდიდში საყოფაცხოვრებო ნივთების სავაჭრო ცენტრი „შენი კერა“ გაიხსნა
ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნივთების საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრი „შენი კერა“ გაიხსნა. აქ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჭურჭლის, სამზარეულოს წვრილი ტექნიკისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.
მოქმედებს დაბალპროცენტიანი განვადება და ფასდაკლება. აქ ხელმისაწვდომ ფასთან ერთად, სასიამოვნო გარემო და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაგხვდებათ.

„ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ძალიან დიდ არჩევანს. დასაქმებული გვყავს ათობით თანამშრომელი. გაყიდვებს უკვე ვაწარმოებთ და მომხმარებლები ხარისხით ძალიან კმაყოფილები არიან. ვფიქრობ, საინტერესო წამოწყებაა. ჩვენთან არის პროდუქცია, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი, ფასიც არის მისაღები. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი განვადებით. ამასთან, გარკვეული პროდუქციის შეძენისას გვაქვს ფასდაკლებები“, - ამბობს „შენი კერას“ მენეჯერი რიმა როგავა.

შპს "კერა" კომპანია "ემ ეს ჯგუფთან“ თანამშრომლობს, რომელიც საქართველოში 20-ზე მეტი ბრენდის, 10 000 დასახელების პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ასლან ბრუნჯაძის თქმით, ისინი ორიენტირებულები არიან, თანამედროვე  ტექნოლოგიების დანერგვით, შექმნან მომსახურების მაღალი სტანდარტი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა შპს „კერასთან“, ბევრს შევძლებთ ერთად. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელებისთვის იქნება ბევრი კარგი აღმოჩენა, ასორტიმენტის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ საერთაშორისო ბრენდთან ექსკლუზიური პირობებით. დღეს ჩვენ გაგვიჩნდა კიდევ ერთი საიმედო პარტნიორი ამ ულამაზეს ქალაქში, რასაც დიდი მოლოდინით ვუყურებთ“, - აღნიშნა "ემ ეს ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასლან ბრუნჯაძემ.

შპს „კერას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ მათთვის მთავარი ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციის შემოტანა და კმაყოფილი მომხმარებელია.
Print