სარეკლამო მასალა
3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება
3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

მათ შორის, 15:00 საათი - ველომარათონი. ველორბოლა სტარტს აიღებს ანაკლიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);

15:00 საათიდან - კვების ზონა იფუნქციონირებს;

15:00 სთ-დან 17:00-მდე სპორტული (ჭადრაკი, ნარდი, კალათბურთი)
და სამაგიდო თამაშები;

16:30 საათი - ჩოგბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);

17:30 საათი - ფეხბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);

16:00 საათიდან - გასტრონომიის საგამოფენო სივრცე;

11:00 – 18:00 - მდე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება;

20:00 სთ - ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება „TAMADA“-ს მონაწილეობით.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 22:00 სთ-მდე;

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, DMO სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ახალგაზრდული სათათბირო, აკვაპარკი ანაკლია.
Print