სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერია მერძეული მინართულებით მომუშავე ფერმერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს
ზუგდიდის მერია მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს: „ყველის შესანახი და დასავარგებელი სარდაფის მოწყობა“ და „ვიტრინა მაცივრის შეძენა“.

აღნიშნული პროგრამები არის შესაძლებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ცოდნის მიღება/ამაღლების და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავლების მიღების, მათი სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების კრიტერიუმებია:

- მერძეული მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება;
- ევროპული ყველის სხვადასხვა სახეობების წარმოების გამოცდილება;
- შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონა;
- სრულყოფილი ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა;
- სათანადო ინვენტარი წარმოებისთვის;
- საკუთრებაში არსებული ს/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ განაცხადი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 511 14 43 83
Print