სარეკლამო მასალა
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა

17 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ზუგდიდში, მუსიკალური სკოლის შენობაში საზეიმო ღონისძიება გამართა.


ასოციაცია ,,თანხმობის’’ ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრო 113 ადამიანი, მათ შორის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დევნილი ქალები, ასევე სხვადასხვა პროფესიის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მიკრომეწარმეები.


დღესასწაულში მონაწილე 18 ქალს ზუგდიდის მერიამ და ასოციაცია ,,თანხმობამ’’ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,დაჯილდოვდა 18 ქალი შემდეგი 9 სოფლიდან: რუხი - ფატიმა პაპავა, ზამირა კიტია, ახალაბასთმანი - ხათუნა ქემერტელიძე, დარეჯან ადონია, ინგირი - ემალ ურიდია ხუფენია, განმუხური - მარიამ ნაყოფია, დალი შაყლანძე, ტყაია - უბილავა ლირა, ჯულიეტა ხვიჩავა, კოკი - ია როგავა, სოფო ჩიქავა, რიყე - დიანა პაპავა, ქრისტინა ფიფია, ხურჩა - ნინო კიკვაძე, ანაკლია - ალბინა ქვარაია, შუშანიკი წურწუმია, ქეთი დარსანია’’.


17 ოქტომბერს საქართველოში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს: ეწევიან პროდუქტიულ სასოფლო სამეურნეო, რეპროდუქტიულ, საოჯახო ზრუნვასთან დაკავშირებულ, სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად მათი შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

უფრო მეტიც, სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი საქმიანობებით თემებისა და რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული როლს ასრულებენ, თუმცა მათი წვლილი ხშირად სათანადო აღიარების გარეშე რჩება.

ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ზუგდიდის მერიამ.

 

Print