სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ახალი რესტორანი გაიხსნა(ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამასთან, მომხმარებლები მათთვის  ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას შეძლებენ რესტორანში. სტუმრების განწყობაზე კი მოწვეული და ადგილობრივი დიჯეები იზრუნებენ.

,,რესტორანში შეგიძლიათ გადაიხადოთ დაბადების დღეები, წვეულებები, ჩვენი შეფ - მზარეული შემოგთავაზებთ ტრადიციულ და უცხოურ კერძებს, უგემრიელეს დესერტებს, გამოცდილი ბარმენი კი გაგიმასპინძლდებათ კოქტეილებით. რესტორანში გვყავს მოწვეული და ადგილობრივი დიჯეები, რომლებიც ზრუნავენ სტუმრების გართობაზე’’, - ამბობს  რესტორნის ერთ - ერთი დამფუძნებელი ნუკრი ზარქუა.
ახალი ობიექტი სტუმრებს ჭითაწყარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონსტანტინე გამსახურდიას N 208 /ბ - ში უმასპინძლებს.


Print