სარეკლამო მასალა
მრავალფეროვანი არჩევანი, უფასო მიტანის სერვისი და ფასდაკლებები - ონლაინ მაღაზია popshop.ge
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება. ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო კორონავირუსის პანდემიამ და მომხმარებლებს გაუმარტივა ონლაინ შოპინგზე გადასვლის გადაწყვეტილება.

ბაზარზე გამოჩნდა რამდენიმე ახალი მოთამაშეც, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ მაღაზიაა popshop.ge. ის მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და უფასო მიტანის სერვისით ანებივრებს ნებისმიერ პროდუქტზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.

როგორ კომპანიაში აცხადებენ, ქართულ ბაზარზე მწვავედ დგას სანდოობის საკითხი ონლაინ მაღაზიების მიმართ. აქედან გამომდინარე, პოპშოპმა გადაწყვიტა, მომხმარებელს შესთავაზოს არჩევანი, გადაიხადონ შეკვეთის დროს უშუალოდ ვებ გვერდზე ან სასურველი ნივთის მიღებისას, კურიერთან. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა მომხმარებლისთვის მისასალმებელია და მათ კმაყოფილებასაც ზრდის.

აღნიშნულ ონლაინ მაღაზიაში მრავალი დასახელების პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, მაგალითად: ელექტრო ტექნიკა, სახლის და სამზარეულოს აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები, ხელსაწყოები, სათამაშოები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით კარგი შეთავაზებები შეგხვდებათ კონდიციონერის შესაძენად. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ზაფხული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით იგეგმება ძალიან კარგი აქციები და ფასდაკლების კუპონების გათამაშება სოციალური ქსელების მეშვეობით.

Print