რეგიონი
ავსტრალიას შეუძლია უკრაინას არალეტალური იარაღი მისცეს
ავსტრალიის ხელისუფლება უკრაინაში არალეტალური იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს , განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა , რომ ხელისუფლება ასევე განიხილავს , მოკლე ვადებში, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ებოტის თქმით, ავსტრალია კიევში საელჩოს გახსნის, რათა ავსტრალიელ სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის გარემოებების გამოძიებაში დაეხმაროს. ებოტმა დაადასტურა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით, რუსეთში ურანის ექსპორტი შეაჩერა. "ავსტრალია არ აპირებს მიყიდოს ურანი ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო კანონებს არღვევს, როგორც ამას ამჟამად რუსეთი აკეთებს", - აღნიშნა მან. გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინას საერთაშორისო დახმარების,არალეტალური იარაღისა და ტექნიკის სახით, იმედი აქვს.
Print