რეგიონი
რაულ ხაჯინბა: „აფხაზეთმა უკვე გამოთქვა თავისი მოსაზრება რუსეთ-საქართველოს რკინიგზის მხარდასაჭერად“
თვითაღიარებული აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, 56 წლის რაულ ხაჯინბამ, გაზეთ „იზვესტიას“ კორესპონდენტთან საქართველოსა და მოსკოვთან ურთიერთობებსა და რეგიონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა კითხვაზე, თუ როგორ აპირებს რაულ ხაჯინბა რუსეთთან ურთიერთობის აწყობას და გეგმავს თუ არა ახალ სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, მან უპასუხა, რომ აღნიშნულ ხელშეკრუელაბას ხელი მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწერება. „მასში შევა უსაფრთხოების პრობლემებთან, საზღვართან, სოციალურ და პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, მრავალ საკითხათან დაკავშირებული პრობლემები“. რაულ ხაჯინბამ განმარტა, რომ „უსაფრთხოებაზე“ საუბრისას ის არა მარტო საქართველოს,არამედ საერთო უსაფრთხოებას გულისხმობს, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან. ინტერვიუში საუბარი ასევე რუსეთ-საქართველოს შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის ბედს შეეხო. შესაბამის კითხვაზე პასუხისას, ხაჯინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთმა უკვა გამოთქვა თავისი მოსაზრება რკინიგზის მხარდასაჭერად და „ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები როდის იქნებიან მზად ამ თემაზე სასაუბროდ“. მოსკოვთან აფხაზეთის ამჟამინდელი ურთიერთობა რაულ ხაჯინბამ დაახასიათა როგორც „ორი მეგობრული სახელმწიფოსა და სატრეტგიული პარტნიორის ურთიერთობა“. „მართალია, ჩვენ არ ვფლობთ დიდ რესურსებს, თუმცა ჩვენი სტრატეგიული განლაგება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან ინტერვიუს ბოლოს .
Print