რეგიონი
პაატა ზაქარეიშვილი სოხუმის მოთხოვნას პასუხობს
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზეთის განვითარებისთვის თანხა გამოყოს, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ეს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერის , ოთარ ცვიჟბას სიტყვების საპასუხოდ გააკეთა. ამ უკანასკნელმა რუსულ მედიასთან საუბარისას თქვა, რომ მარიონეტული რეჟიმი საქართველოსგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 20 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს. მისი თქმით, 1992-93 წლების ომის დროს ზარალმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. ცვიჟბას განცხადებით, დღეისთვის, ომის შედეგად აფხაზეთის ყველა რაიონი დეპრესიულ მდგომარეობაშია, გარდა სოხუმისა და გაგრისა. ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ რეგიონის აღდგენა დღეს რუსეთისა და კერძო ინვესტორების დახმარებით ხდება. ცნობილია, რომ მანამდე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსგან ზარალის ასანაზღაურებლად 11 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვდა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დე ფაქტო რეჟიმისგან მსგავსი ტიპის განცხადებები მოულოდნელი არ არის.
Print