რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთი ორი დღით საქართველოსთან დე-ფაქტო საზღვარს კეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი ორი დღით საქართველოსთან დე-ფაქტო საზღვარს კეტავს. როგორც სააგენტო "რეს"-ს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განუცხადეს, აღნიშნული მიზეზი „რესპუბლიკის დღეა“, რომელიც 20 სექტემებრს აღინიშნება. "უშიშროების რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიების ჩატარების პერიოდში, რომელიც რესპუბლიკის დღეს ეძღვნება, 18 სექტემბრის 20:00 საათიდან საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეთა გადაადგილება შეწყდება", - განაცხადეს დე-ფაქტო უწყებაში. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეთა გატარება ადმინისტრაციულ საზღვარზე 21 სექტემბრის 09:00 საათიდან განახლდება.
Print