რეგიონი
სომხეთი აფხაზეთთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
აფხაზეთთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი მალე გადაწყდება. ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. არტურ არაქელიანის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, მისი უწყების მონაწილეობით, დახურული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სომხეთის, რუსეთის და საქართველოს მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. არაქელიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა დამაიმედებელი განცხადებები ამ მიმართულებით, მათ შორის რუსეთის სარკინიგზო ხაზების პრეზიდენტის მხრიდანაც. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. თითქმის 20-წლიანი უფუნქციო სარკინიგზო ხაზის აღდგენას კი მას შემდეგ ვარაუდობს, როდესაც საკითხის პოლიტიკური მხარე გადაწყდება.
Print