რეგიონი
იგორ ახბა : აფხაზეთი საქართველოს შემდგენლობაში - ანაქრონიზმია
თბილისის წინადადებას აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შესვლის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩი ოგორ ახბა მოძველებულ სქემად და დამოუკიდებელი, სუვერენული აღიარებული სახელმწიფოსთვის მიუღებლად მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქტომბრის ბოლოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ქვეყნის შემადგენლობაში დაბრუნება შესთავაზა, იმ პირობით, რომ აფხაზთა და ოსთა ინტერესები ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში, იგორ ახბამ გააკრიტიკა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების განცხადება, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული , "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის “, შესახებ ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის კიდევ ერთ მაგალითს". "აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადეგენელი, განუყოფელი ნაწილი და იმავე საერთაშორისო ნორმების თანახმად, განსაზღვრა თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსი, სახელმწიფო სტატუსი, ისევე როგორც საქართველომ განაცხადა თავის დროზე, საბჭოთა კავშირის შემდაგენლობიდან გასვლის შესახებ", — აღნიშნა იგორ ახბამ. მან დასძინა, რომ რომ რაულ ხაჯიმბას მიერ ინიცირებულ ხელშეკრულების პროექტში ყველა გამოთქმული წინადადება იქნება გათვალისწინებული. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
Print