რეგიონი
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქართველების ადგილსამყოფელი ისევ უცნობი რჩება
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული 3 ქართველის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ვასილ ჩერქეზიშვილი, ლევან გამხიტაშვილი და დავით მელაძე ახალგორის რაიონში საოკუპაციო ზოლის მახლობლად ტყეში შეშის შესაგროვებმად იმყოფებოდნენ როცა რუსმა სამხედროებმა ისინი საზღვრის დარღვევისთვის აიყვანეს. გატაცებულების ახლობლები ყვებიან, რომ მათ მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების საშუალება მისცეს და იმის თქმა მოასწრეს, რომ დაკავებულები არიან. როგორც ადგილობრივები „კურიერთან“ საუბრისას აცხადებენ ამის შემდეგ მათი მობილურები გათიშულია. ჩერქეზიშვილი, გამხიტაშვილი და მელაძე სოფლების ბოჟამისა და სამთავისის მცხოვრებელები არიან. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა და სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი წასული ტყეში.
Print