რეგიონი
ბესლან ბუთბა წუხანდელ ინციდენტს თავდასხმად არ განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა თავს კარგად გრძნობს და ინციდენტს, რომელიც შეემთხვა, თავდასხმად არ განიხილავს. ამის შესახებ ბუთბამ "ინტერფაქსს" განუცხადა. "სახლში ვიმყოფები, თავს კარგად ვგრძნობ და რაც შემემთხვა, თავდასხმა კი არა, ბოდვაა. ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივდიოდი, როდესაც გზა გადამიჭრა მანქანამ, რომელშიც მთვრალები ისხდნენ. ეს თავდასხმა კი არა, ბანალური ჩხუბი იყო", - აღნიშნა ბუთბამ. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს წუხელ სოხუმში უცნობი პირები დაესხნენ თავს.
Print