რეგიონი
პუტინი ხაჯიმბას ხვდება
"მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი ხელს სოჭში მოაწერენ. ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა სოჭში დღეს არის დაგეგმილი. დოკუმენტი საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. როგორც რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, შეთანხმება პირველ რიგში კოლექტიური თავდაცვის სისტემის შექმნას და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნაზიციის შესაძლებლობას გულისხმობს. „ეს ჩვენი უსაფრთხოების ხანგრძლივი გარანტიაა. ასევე, საქართველოსთან საზღვის ტექნიკურ უზრუნველყოფის შესაძლებლობა გვექნება. კიდევ ერთი ასპექტი კი კოორდინირებული საგარეო პოლიტიკას გატარებას გულისხმობს “, – განაცხადა ხაჯიმბა. ამასთან, დღესვე სოხუმში ერთდროულად ორი აქცია იმართება - რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პარალელურად შეიკრიბებიან.
Print