რეგიონი
სლუცკი: აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირება უმოკლეს ვადაში მოხდება
„რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სრული უფლება აქვს მასთან ნებისმიერ სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებას მოაწეროს ხელი“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა. პარლამენტარის თქმით, დუმა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს. რუსი დეპუტატი ამ შეთანხმების 2014 წლის ბოლომდე განხილვას არ გამორიცხავს , თუმცა მისი განხილვის შესაძლებლობას, უფრო 2015 წელს ვარაუდობს. სლუცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია დასავლეთის მიერ შეთანხმების არააღიარება. 24 ნოემბერს, სოჭში, რუსეთისა და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.“ დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირებას ითვალისწინებს.
Print