რეგიონი
ჟენევის მოლაპარაკებებში დავით ზალკალიანს დავით დონდუა ჩაანაცვლებს
ჟენევის მოლაპარაკებებში ყოფილ დიპლომატს დავით ზალკალიანს საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ჩაანაცვლებს და ის იქნება კონსულტაციებზე თანათავმჯომარე ქართული მხრიდან.
დონდუას თქმით, ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს. „როგორც აქამდე ვიყავით კონსტრუქციულები და ვცდილობდით, რომ გარკვეული პოზიტივი ყოფილიყო მოლაპარაკებებზე და რეალური შედეგი ყოფილიყო, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას," - განაცხადა ჟურნალისტებთან დონდუამ.  შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 30-ე რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება.
Print