რეგიონი
თიბილოვი საქართველოსთან დიალოგის დაწყებისთვის რამდენიმე პირობას აყენებს
ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს შორის დიალოგის დაწყების თაობაზე ლეონიდ თიბილოვი გამოეხმაურა. ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ეთანხმება ვლადიმერ პუტინს, თუმცა დიალოგის დაწყებისთვის რამდენიმე პირობას ასახელებს. მისი თქმით, პირველ რიგში საქართველომ ახალ აგრესიაზე უნდა თქვას უარი, ოსების წინააღმდეგ გენოციდი უნდა აღიაროს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი აღნიშნავს, რომ საქართველო გაურბის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარს და ჟენევის დისკუსიების საბოტაჟს ახდებს.
Print