რეგიონი
კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს
19 წლის ვასილ ხიდაშელი გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან დაახლოებით 2 საათის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დაკავების საფუძველი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებაა. თუმცა, გატაცებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა სოფლის საქონელს წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსავდა და მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთია. მომხდარის შესახებ ოჯახს მეორე მენახირემ შეატყობინა, რომელმაც გაქცევა შეძლო. ახლობლების განცხადებით, ისინი ვერ გადაიხდიან ჯარიმას, რომელსაც, როგორც წესი, დაკავებულების გამოშვების სანაცვლოდ ე. წ. სამართალდამცველები ითხოვენ. ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.
Print