რეგიონი
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისელი, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი მოკლეს. იგი ქალაქ კობანისთან შეტაკებების დროს დაიღუპა. ისრაფილი ცათიაშვილების ოჯახის მეორე წევრია, რომელიც სირიაში მოკლეს. ერთი თვის წინ იქ მისი ძმა, 21 წლის ზელიმხანი დაიღუპა. წელს სირიაში უკვე მერვე პანკისელი მებრძოლი დაიღუპა. 
Print