რეგიონი
სამეგრელოში უკანონო ხე-ტყე ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი  გოდერძი არქანია,ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების ორგანიზებით,  საქართველოს მასშატბით დარეგისტრირდა 14 საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი  სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია იყო.

„ საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Print