რეგიონი
აბაშას,სენაკს,ხობს და მარტვილს ელექტროენერგია შეეზღუდება
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დღეს, 13:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ.
სალტე (ელექტროგადამცემი ხაზები: ნოსირი, ნოჯიხევი, წყემი, ტეხურა) სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბაშის მომსახურების ცენტრის 9479 აბონენტს (ქალაქი 2406 აბონენტი და სოფლები: 7073 აბონენტი ნოსირი, კვათანა, ეწერი, სუჯუნა, მარანი-შრომა, წყემი, კეთილარი).

ელექტროენერგია ასევე შეეზღუდებათ სენაკის მომსახურების ცენტრის 7384 აბონენტს (ქალაქი 3123 და 4261 აბონეტი სოფლები: ძველი სენაკი, ნოსირი, ნატოჩაო, გეჯეთი); ხობის მომსაურების ცენტრის 4345 აბონენტს (ქალაქი 2209 და 2145 აბოენტი სოფლები: კოლხეთი, პირველი მაისი და ალიონი) და მარტვილის მომსახურების ცენტრის 12397 აბონენტს (ქალაქი 1889 აბონენტი და 10508 აბონენტი სოფლები: ჯოლევი, მუხურჩა, ონღია, კიწია, ნაგვაზაო, თამაკონი, ბანძა, ჭყონი, კურზუ, აბედათი).


Print