რეგიონი
აფხაზეთში დაკავებული არასრულწლოვანი ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით 19 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანია.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, დაკავებულები ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც 8 მოქალაქე, რომელთაც ე.წ. "აფხაზური პასპორტები" აღმოაჩნდა, ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, 6 მათგანი კი, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანიცაა, პატიმრობაში დატოვეს, თუმცა ჩიკვაიძის თქმით, მათი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ 5 მოქალაქეს, ასევე უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ და სად იმყოფებიან.

"ვიცით მხოლოდ იმ 6 პირის ვინაობა, რომელთა შორის არიან ბავშვებიც. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩავაყენეთ, რათა ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს", - აღნიშნა ჩიკვაიძემ რადიო "ათინათთან" საუბრისას.
Print