რეგიონი
ხურჩა - ნაბაკევის ე.წ საზღვარზე დაკავებულები გაათავისუფლეს
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ დაუდასტურა.

დაკავებულები, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ.

ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან 19 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანი იყო. 8 მოქალაქე, რომელთაც ე.წ. "აფხაზური პასპორტები" აღმოაჩნდათ, ჯარიმის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.

Print