რეგიონი
ხობში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
ხობში წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წარმატებულ ხობელ სპორტსმენებს სიგელები, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ხობში საახალწლო კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს, ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საახალწლო კონცერტს გუბერნატორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.

Print