რეგიონი
ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია (ვიდეო)

ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე, ინგირის რკინიგზის გადასასვლელთან, საცობი შეიქმნა.


მგზავრები და მძღოლები ავტომობილების გადაადგილებაში ეხმარებიან ერთმანეთს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ გზის გაწმენდა და ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე ტრაქტორით მარტივად მოხერხდებოდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რამდენიმე სოფელში რთული ვითარებაა და ტექნიკა ცხელ წერტილებშია მობილიზებული.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში - ზედაეწერის, ტყაიის, ჩხორიის, რიყის და ჭკადუაშის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა აღნიშნულ სოფლებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

Print