რეგიონი
ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან გნსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხებისთვის ცალკე კოდი შეიქმნა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანელ სხდომაზე მიიღეს.

პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა, მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, გარე განათებისა და ტროტუარების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება. შარშან რეგიონალური განვითარების ფონდიდან სახსრების მიღება შუა წლიდან დაიწყო. პროექტები უკვე მზად გვაქვს და სამუშაოები წელს დროზე ადრე დაიწყება“, - აღნიშნა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ.

ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე წელს რეგიონალური ფონდიდან 4 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იგეგმება.

Print