რეგიონი
აფხაზეთში ე.წ.“ღორის გრიპის“ გავრცელების საფრთხე არ არსებობს
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპირატორული დაავადებების აფეთქება ეპიდემიად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ შესაბამის უწყებაში გამართულ თათბირზე ისაუბრეს.

აქვე აღინიშნა, რომ გრიპის ვირუსები ჩვეულებრივ წელიწადის ამ დროს აქტიურდებიან და მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკა გასულ წელთან შედარებით არ შეინიშნება.

გრიპის პროფილაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინსიტრის ანძორ გოოვას მიერ მოწვეულ თათბირზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთში არ არსებობს ლაბორატორია, რომელშიც Н1N1 ვირუსის, ე.ე. "ღორის გრიპის" დადასტურება შეიძლება.
ადგილობრივ ექიმებს, მხოლოდ სიმპტომების მიხედვით ვარაუდი შეუძლიათ. მათი აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის ანალიზები რუსეთის ლაბორატორიაში იგზავნება გამოსაკვლევად.

მანამდე, ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფრომაცია H1N1 ვირუსით სოხუმის მკვიდრის გარდაცვალების შესახებ.
"აბაზა ტვ"- ს ცნობით, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის გრიპის ვირუსის გამოვლენიდან მეხუთე დღეს მიმართა, როდესაც ვირუსმა გართულებები გამოიწვია. მისი გადაყვანა რუსეთის კლინიკაში გადაწყდა. რუსულ ლაბორატორიაში დადგინდა, რომ მამაკაცი ე.წ. "ღორის გრიპისგან" გარდაიცვალა.

Print