რეგიონი
სასწავლო პროცესი სამეგრელოს კიდევ 20 სკოლაში შეწყდა
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სასწავლო პროცესი სამეგრელოს კიდევ 20 სკოლაში შეწყდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პორცესი 3 დღით იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში სასწავლო პროცესი შემდეგ სოფლებში შეწყდა:

სენაკი: სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლა; სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა;

ჩხოროწყუ: სოფელ კირცხის თემის №2 საჯარო სკოლა;

წალენჯიხა: ქ. წალენჯიხის №5 საჯარო სკოლა; სოფელ ეწერის საჯარო სკოლა; ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა; ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლა;

ხობი: ხობის №1 საჯარო სკოლა; სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა; სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა; სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლა; სოფელ ხეთის საჯარო სკოლა სოფელ ბიის საჯარო სკოლა; სოფელ ზემო ქვალონის საჯარო სკოლა; სოფელ ნოჯიხევის №2 საჯარო სკოლა; სოფელ საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლა; სოფელ თორსის საჯარო სკოლა; სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლა; სოფელ ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლა; ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა.

ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სულ 344 სკოლაშია შეჩერებული.
Print