რეგიონი
გრიპის ოთხი ახალი შემთხვევა ზუგდიდში
ზუგდიდის კლინიკურ საავადმყოფოში გრიპის ან გრიპის მსგავსი დაავადებით ოთხი პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ მიაწოდა.

„ ბოლო 3-4 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მომართვიანობამ იმატა. ოთხი შემოყვანილი პაციენტიდან ორი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზეა, ორის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა“,- განაცხადა ნანა ოდაშიარიამ.

ცენტრის დირქტორის განმარტებით, ორი პაციენტი გალის რაიონიდანაა, დანარჩენი ორი კი ზუგდიდის და აბაშის მკვიდრია.

Print