რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები ქალაქის მერს ხვდებიან (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები. მათი ნაწილი კი მერთან შეხვედრაზე იმყოფება. აქციის მონაწილეები  შიშობენ, რომ ბაზრის ახალი მეიჯარეები მათ სავაჭრო ადგილებს წაართმევენ.

შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლების განცხადებით, მოვაჭრეებს მათთან პრობლემები არ შეექმნებათ და ისინი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.

გარდა ამისა, შპს „სუპერმაკეტის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მერიას მათი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.

„ბაზრის წინ არსებულ ტერიტორიაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ კონსტრუქციებს არ დავთმობთ“,- აცხადებს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მანანა ბერძენიშვილი.

ქალაქ ზუგდიდის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (250 კვ/მ) აუქციონის წესით იჯარით გასცა. აუქციონი პირობიანი იყო და ახალმა მეპატრონემ ადგილობრივი ბიუჯეტში წლიურად 67 ათასი ლარი უნდა შეიტანოს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ,რომ ტერიტორია კანონიერად გასხვისდა და აქამდე, აღნიშნული ტერიტორიიდან, სადაც მოვაჭრეები ათეული წლებია მუშაობენ, ადგილობრივი ბიუჯეტში თანხა არ ირიცხებოდა.



Print