რეგიონი
"მეტრო +"-მა რეისი ვერ განახორციელა - ავტობუსებმა ავტოსადგურის ტერიტორია დატოვეს
სატრანსპორტო კომპანია "მეტრო +"-ის ავტობუსებმა დღეს ზუგდიდი-თბილისის რეისის შესრულება ვერ შეძლეს და ავტოსადგურის ტერიტორია დატოვეს.

მოგვიანებით კომენტარი მედიასთან კომპანიის ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დიდიშვილმა გააკეთა, რომელიც ითხოვს, რომ კომპანიას ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეს.

"ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მოგვეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება, რომ მოვემსახუროთ მომხმარებელს. სხვა დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - აღნიშნა დიდიშვილმა.

სხვადასხვა საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლები კი ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე რჩებიან და როგორც თავად აცხადებენ, აქციას  მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე არ შეწყვეტენ.
Print