რეგიონი
აფხაზეთში პასპორტიზაციის პროცესი დასრულდა
დე ფაქტო აფხაზეთის პირველი ვიცე - პრემიერის, შამილ აძინბას განცხადებით, მოქალაქეთა პასპორტიზაციის პროცესი ფაქტიურად დასრულებულია.

სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აძინბამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ახალი საპილოტე პროექტი უკვე მარტში ჩაეშვას.

მან აღნიშნა, რომ პოლიგრაფიულ სამუშაოებზე 40 მილიონი რუსული რუბლი დაიხარჯა, დანადგარებზე - 24 მილიონი,ხოლო ელექტრონულ სისტემაზე - 16 მილიონი.

აძინბას თქმით, ფასები პასპორტებზე იგივე დარჩება, სადღაც, 420 რუსული რუბლი.

მან განმარტა, რომ მათთვის, ვინც პასპორტის აღებას პირადად ვერ შეძლებს, „მობილური გადაადგილების“ სისტემა იმოქმედებს. ახალ ტექნიკას საათში 50-60 პასპორტის მომსახურება შეუძლია.

აძინბას თქმით, დანადგარებით აფხაზეთში მოქმედ ცამეტივე საპასპორტო მაგიდას უზრუნველყოფენ. 4 მათგანი უკვე მზადაა ფუნქციონირებისათის.

Print